twostores

OUR BOUTIQUES

Bellissima 

Tbilisi, Arakishvili 8

ჩვენი ისტორია დაიწყო 2003 წელს, როდესაც ჩვენი პირველი მაღაზია ბელისიმა გაიხსნა აღმაშენებლის გამზირზე. პირველი დღიდან ბელისიმა გთავაზობთ ქალის მაღალხარისხოვანი იტალიური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფართო და დახვეწილ არჩევანს, სადღესასწაულო და ყოველდღიური ტანსაცმლის კოლექციებს ულამაზესი ფერებითა და მოდური ტენდენციებით.

დღეს ბუტიკი ბელისიმა მდებარეობს არაყიშვილის ქუჩაზე, ძველ არქიტექტურულ შენობაში. ჩვენ გთავაზოთ მეგობრულ და უშუალო გარემოს, სადაც ერთად ვქმნით თქვენს ინდივიდუალურ სტილს. გვიხარია, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ მოვიპოვეთ თქვენი ნდობა და კეთილგანწყობა.

+995 577782717

+995 599559161

სამუშაო საათები:

ორშაბათი-შაბათი11:00 – 20:00

Boutique/Café Tanno

Tbilisi, Barnovi 51

ტანო, რომელიც მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ და ტურისტულ უბანში, ვერაზე, გაიხსნა 2015 წელს და 200 კვ. მეტრზე აერთიანებს ბუტიკსა და კაფეს, რაც განსაკუთრებლად საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის მას. ჩვენ გთავაზობთ ქალის იტალიური ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ფართო და დახვეწილ კოლექციებს.

ტანო გამორჩეულია თავისი მომხიბვლელი ინტერიერით. ჭერის მოხატულობა შესრულებულია ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრის ვანო ზუბაშვილის მიერ. დიზაინის განსაკუთრებულობას ქმნის ფოტოგამოფენა, წიგნები და ცოცხალი მცენარეები, რომლებიც იდეალურად ერწყმის სივრცეს. აღსანიშნავია, პროდუქციის ესთეტიკური განლაგება. 

კოლექციები შერჩეულია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ იყოთ ყოველთვის ტრენდული დროსთან მიმართებაში. 

ჩვენი მთავარი ღირებულებაა, შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული შოპინგის პროცესი.

+995 591233311

+995 599559162

სამუშაო საათები:

ორშაბათი -კვირა 11:00 – 20:00

© Supported By STORERA. All Rights Reserved.